ლენტეხის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. როგორც GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მერიაში განუცხადეს, სოფლების - ლესემის, მელურის, ყარიშის, საყდარის, ფანაგისა და შკედის სტადიონების მშენებლობაზე, ჯამში, 119 981 ლარი დაიხარჯა.

სრულად...

380-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და 540-ზე მეტს დაზიანებები აქვს მიღებული მას შემდეგ, რაც ინდონეზიაში მომხდარმა 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ცუნამი წარმოშვა. 3 მეტრის სიმაღლის ტალღებმა პალუსა და სულავესის კუნძულებს გადაუარა. დანგრეულია ათასობით სახლი, ასევე საავადმყოფოები, სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები, იტყობინება BBC.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 3 პირი: 1993 წელს დაბადებული ს.ს., 1995 წელს დაბადებული თ.გ. და 1996 წელს დაბადებული ა.ზ., თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს  პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ერთი თხოვნა აქვს, სალომე ზურაბიშვილთან - ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს, სანამ დებატების დროს შეხვდება.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს „ნაციონალურ მოძრაობას" „არაფრის თავი არ აქვს".

სრულად...

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დებატებისთვის მზად არის და არავის გამოწვევა არ სჭირდება.

სრულად...

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მალხაზ მაჩალიკაშვილთან, ზაზა სარალიძესთან და პარტიის მხარდამჭერებთან ერთად ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობას მართავს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სრულად...

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრაზე ფილარმონიის დარბაზში შვილმოკლული მამები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ და შეკრებილ საზოგადობას სიტყვით მიმართეს.

სრულად...

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენლები და საპრეზიდენტო კანდიდატი თბილისის მოსახლეობას ფილარმონიაში ხვდებიან.

სრულად...

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ შვილმოკლული მამების აქცია, „ნაციონალების“ აქციაა, უმდაბლესი ადამიანის განცხადებას უწოდებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი