კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბარს არაერთხელ შეეცადა, მაგრამ ტრამპმა სავაჭრო მოლაპარაკებებში არსებული ჩიხის გამო, კანადის ლიდერისგან თავი შორს დაიჭირა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „ბლუმბერგი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, გეერტ ჰაინრიხ არენს შეხვდა და მას „არაევროპულ საარჩევნო გარემოსა“ და მისი ოპონენტების მხრიდან „არაევროპულ ქცევაზე“ ესაუბრა.
მნიშვნელოვანი იყო გაერო-ს ტრიბუნიდან მოგვესმინა ქართულად გამოსვლა და მნიშვნელოვანი იყო ის აქცენტები, რომლებიც მამუკა ბახტაძემ გააკეთა, აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი და IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩასართავად მზადაა. დღეს ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
„კარგია, რომ როგორც საქართველოს პრემიერი, ასევე მსოფლიო ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ესტონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ცალსახად საუბრობენ რუსეთზე, როგორც აგრესორზე და საფრთხეზე მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის“, განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ნინო გოგუაძემ საქართველოს პრემიერ მინისტრის გაეროში გამოსვლის შეფასებისას.
სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც 17 წუთს გრძელდებოდა, განაცხადა, რომ „ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილი არ უნდა გახდეს, რათა სომეხი ხალხის ახალი გენოციდი აღიკვეთოს“.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ისაუბრა ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს მიღწევებზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე“, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ხატიძემ.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის გაეროში სიტყვით გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა აფასებს.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ახალქალაქის N40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჰასმიკ მარანგოზიანს მათი წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებს.
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „ქართული ოცნების“ შესაძლო დატოვების შესახებ განაცხადა და თქვა, რომ თუ „ომეგა ჯგუფის“ ჩანაწერების ნამდვილობა დადასტურდება, ის „არ ისურვებდა გუნდში დარჩენას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.