საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ტელეკომპანია „იბერიასა"  და „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, „ქართული ოცნების" ერთ-ერთ მთავარი მონაპოვარი მედიაპლურალიზმია და მისივე თქმით, ის, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის ოპონენტები „იბერიასა" და „ომეგა ჯგუფის" საქმეს ერთმანეთს უკავშირებენ, პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა.

სრულად...

"10 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან, სადაც საქართველომ და უკრაინამ მიიღეს პირობა, რომ ისინი გახდებოდნენ ნატოს წევრები. რა მოხდა ამ თვალსაზრისით ამ ორ ქვეყანასთან მიმართებაში? ჩვენ ვხედავთ, რომ ბუქარესტს სამიტის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავს დაესხა მეზობელი რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალა....ეს იყო რაღაც იმის მსგავსი, რისი მოწმენიც მოგვიანებით, 2014 წელს, გავხდით უკრაინაში", განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

სრულად...

მსოფლიოში მიმდინარეობს უსაფრთხოების სისტემის ეროზია და ბუნებრივია, ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2008 წელს რუსეთის ფედერაციის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ გამოვდივარ გენერალური ასამბლეის წინაშე და მოგმართავთ ჩემს მშობლიურ, ქართულ ენაზე, რომელიც მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი და განუყოფელი ნაწილია", ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე. 

სრულად...

მომავალი წლის პირველი იანვრიდან ვახორციელებთ, შეიძლება ითქვას, ისტორიული მნიშვნელობის რეფორმას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს მისცემს საერთაშორისო კომპანიებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში გახსნიან ოფისებს და საქართველოდან დაიწყებენ ჩვენს რეგიონში საერთაშორისო ბიზნესის კეთებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სრულად...

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, ავთანდილ უგრეხელიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან,გიორგი გუგავასთან ერთად, ქვეყნის მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი სოფელ ჩხუტელში ყვავილებით შეამკო.

სრულად...

მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სწორედ საქართველო არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა დონეზე კონსენსუსი არსებობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სრულად...

ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ეთნიკური კონფლიქტები, ეს არის აგრესორის პროპაგანდის ნაწილი, ჩვენ საქართველოში გვაქვს პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან და ეს მსოფლიო საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას

სრულად...

„უმძიმესი და საგანგაშოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. მიმდინარეობს ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია“, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სრულად...

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ განაცხადა, რომ გამოძიების შედეგებს ტელეკომპანია „იბერიის“ და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელებზე მეტად ნამდვილად ელოდება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი