„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ძალა ერთობაშიას" ლიდერები, გამოთქმული ბრალდებებით, მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარესა და „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს დახმარების ხელს უწვდიან.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე და „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი ბაჩუკი ქარდავა გაუგონარს უწოდებს ხელისუფლების იმ ნაბიჯებს, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიების ცესკოში წარდგენას მოჰყვა.
დაპირისპირება ოპოზიციაში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების სიის გადამოწმება „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის, ბესო დონაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო.
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე და მათი გუნდის სხვა წევრები, რომლებიც რუსული იმპერიალიზმის ამფსონები არიან, დღეს სალომე ზურაბიშვილს მედიის დახმარებით, მოღალატეს ეძახიან, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოშიც და უკრაინაშიც დესტაბილიზაციის წყაროა, დესტაბილიზაციით კი ამ ქვეყნებში მხოლოდ რუსეთია დაინტერესებული.
პარლამენტში უნდობლობის გამოცხადების შემდეგ შვედეთის პრემიერ მინისტრმა სტეფან ლოფვენმა თანამდებობა უნდა დატოვოს. მის გადაყენებას მხარი ანტი-იმიგრაციულმა „შვედმა დემოკრატებმა“ მისცეს ხმა - რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ ტრენინგი დაიწყო.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობასა შესანიშნავს უწოდებს და მეორე კომპაქტის წარმატებით განხორციელების პროცესს მიესალმება, განაცხადა კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ბროკ ბიერმანმა საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.
არ გამოვრიცხავ, რომ ახლახან აშშ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფი პრემიერ-მინისტრისთვის მართლმსაჯულების პრობლემებზე დახურული შეხვედრებისას მკაფიოდ მიეთითებინათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე ყველაზე ნაკლები ბრალი მას მიუძღვის, - აცხადებს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ექსპერტი მამუკა არეშიძე.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ეთნიკური უმცირესობის რეკრუტებისთვის ქართული ენის შესწავლის პროგრამა I ქვეითი ბრიგადის საველე საწვრთნელ ბაზა „ხცისში“ დღეიდან დაიწყო. კურსს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პედაგოგები უძღვებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.