„ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემაზე და ამავდროულად, ვახორციელებთ ფუნდამენტურ რეფორმებს და წინააღმდეგობას ვუწევთ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ საგარეო ზეწოლას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე - „მრავალმხრივი მიდგომების შემუშავება საქართველოს დემოკრატიული ნარატივის გასამყარებლად“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (საგურამოს კვანძთან) წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა.
გიორგი ხატიძის შეფასებით, ცნობილი კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად დასახელება ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს.
„ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას აფრთხილებს, არ გაბედონ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია ქუჩაში გავა და იქიდან ფეხს არ მოიცლის მანამ, სანამ „არ დავადებინებთ ნამდვილ შედეგს“.
„რუსთავი 2" „ომეგა ჯგუფის" საქმეზე აუდიოჩანაწერებს ასაჯაროვებს. ფარულ აუდიოჩანაწერებში, სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი და „ომეგას“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, ასევე ლექსო ანდრიაძე და „ომეგას“ მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელი ფიგურირებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ხელშესახები წარმატება აქვს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის შეფასებით, ცნობილი კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად დასახელება დიდი მიღწევა და შედეგია.
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 24 სექტემბერს, აჭარაში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები, აცხადებენ „ქართული ოცნებაში“, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ისეთი მდგომარეობაა, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ბრალდება როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესში და თუ ის არ იმოქმედებს, მაშინ ეს ისტორია ძალიან ცუდად დასრულდება, აცხადებს გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.