შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ფარგლებში, შსს-ში გამოძიება გრძელდება. მინისტრის თქმით, გამოძიების ფარგლებში დაკავებული რამდენიმე პირის გარდა, თუკი, იქნება მტკიცებულების სტანდარტი, იქნებიან სხვა დაკავებულებიც.
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონფერენცია გამართა თემაზე - „საგამოძიებო სისტემის რეფორმა“. კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა იწყება. ევროპარლამენტის დელეგაციას ბრიტანელი ევროპარლამენტარი საჯად კარიმი ხელმძღვანელობს.
ხარაგაულში სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაცია ბავშვებს გამოიკვლევს. შვედი ექიმები მუნიციპალიტეტში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან და პრევენციის მიზნით, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებს გამოიკვლევენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევ და შაბათ ღამეს 12 საათიდან დილის 6 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს ავტობუსი და მგონია, რომ ძალიან მოსახერხებელი იქნება მოქალაქეებისთვის, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის უმრავლესობის ლიდერს, სენატორ ჯონ კორნინს შეხვდა.
ჯონ ბოლტონი გახლავთ საქართველოს დიდი მეგობარი; მას აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა, როგორ შეგვიძლია, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ის ძალიან მყარი სტრატეგიული ურთიერთობები, რაც ჩამოყალიბდა საქართველოსა და აშშ-ს შორის და სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პრემიერ მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრით დაიწყო.
ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „კურიერი“ კიდევ ერთ აუდიო ჩანაწერს და ფოტოს ასაჯაროებს. ამ ჩანაწერში საუბარი არა ტელეკომპანიაზე, არამედ თამბაქოს ბიზნესზეა საუბარი, რომელსაც „ომეგა ჯგუფი“ აწარმოებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.