ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, როგორიც არის ამ შემთხვევაში კანაფის კულტივაცია, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული წესით არ მიიღება, ეს არ გახლავთ ჩვენი გუნდის ხელწერა, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას იმ განცხადებების გამო ითხოვს, რომლებიც მან აგვისტოს ომთან დაკავშირებით გააკეთა.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მარიხუანას წარმოება-ექსპორტის ინიციატივის გამო აკრიტიკებს.
პოსტიდან გადადგომის შემდეგ ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კამერებთან გამოჩნდა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ხელისუფლება მკაცრად გააფრთხილა და ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მარიხუანას წარმოება უნდა დაიწყოს, სახელმწიფოებრივი დანაშაული უწოდა.
ბოდბელი ეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მთავრობის ინიციატივას მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებით, ეხმაურება და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის დაკანონება ნარკობარონების მომრავლებას გამოიწვევს, რაც მისი შეფასებით, სირცხვილია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააფრთხილა დიდი ბრიტანეთი, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირობებზე „ბრექსიტის“ [ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა] შეთანხმების მიუღწევლობა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის „მნიშვნელოვანი ხარჯების“ საჭიროებას დააყენებს დღის წესრიგში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალში საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღი იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა წყალტუბოს მერთან, გრიგოლ იოსელიანთან ერთად გახსნა.
დაწყებულია გამოძიება, ყველაფერს დაადგენს გამოძიება. ყველანაირად ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ვითანამშრომლებთ მომავალშიც. აღნიშნული განცხადება ლევან ყიფიანმა, პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
სპორტის ყოფილი მინისტრი და საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი ლევან ყიფიანი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ყიფიანი პროკურატურის შენობაში, ადვოკატთან ერთად, რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.