ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საარჩევნო პროგრამა ვერ ექნება, მისივე თქმით, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ხედვა ქვეყნის მშენებლობის გზაზე. დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ელოდება ამბობს, რომ არ აქვს პრეტენზიები, რომ ქვეყნის ყველა პრობლემას მოაგვარებს.
ეს უკვე მეტისმეტია და ვინც „ბრძნულად ზომიერებისკენ“ მოგვიწოდებს, სწორედ მათი „დამსახურებაა“, რომ „აცისარტყელებენ“ საქართველოს! ნათქვამია, „ცოდვა გამხელილი სჯობს-ო“ და არ მეგონა ისე დავეცემოდით, რომ მთავარი პრობლემები - ქვეყნის გამთლიანება, დასაქმება და ეკონომიკური გაჭირვებიდან გამოსვლა, ემიგრააციის შეჩერება და სხვა, გვერდზე დაგვრჩებოდა და - ლგბტ შემოსევას გაგვიბედავდნენ!!!
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ელოდება, ცესკოში დღეს შეგროვებული ხელმოწერები მიიტანა. ზურაბიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო, თუმცა ამჟამად მხოლოდ ლანძღვა-გინების კამპანიას უყურებს.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 7 სექტემბერს კახეთის რეგიონში 75 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რითაც კახეთის ორივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.
ტელეკომპანია „იბერია“ ინფორმაციას ავრცელებს - „ომეგას“ საქმეზე ბრიტანულმა საადვოკატო ფირმამ წერილი სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ომეგაზე“ განხორციელებული ზეწოლის გამო საქმე დაწყებულია უელსის უმაღლეს სასამართლოში, ასევე წერილში ნახსენებია ყოფილი და ამჟამინდელი მთავრობის წევრების გვარები.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი და საქართველო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, ამის შესახებ ბურჯანაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხდა. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ჯერ არ გამართულ არჩევნებს ივანიშვილის ფარსს უწოდებს. 2003-2004 წლებში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს.
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს, ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ჩარკვიანის თქმით, ტელეკომპანია „იბერიაში" სიტყვის სრული თავისუფლებაა და არჩევნების მოახლოების გამო ხელისუფლებას ეს არ აწყობს. პუბლიცისტი აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამად ყველაზე საძაგელი ხელისუფლება ჰყავს.
დღეს, 8 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე პერიოდულად, 3 მეტრს მიაღწევს. ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.