საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ პარტიის უმრავლესობა.
ტელეკომპანია „იბერია" ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება ტელეკომპანიის დამფუძნებელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ზაზა ოქუაშვილმა გააკეთა. „იბერიის" ხელმძღვანელობის მტკიცებით, ხელისუფლებამ მათ დაფინანსების წყაროები საგანგებოდ შეუწყვიტა.
საქართველოს პარლამენტის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თუ რა ფორმით ჩაერთვება „ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში, პარტია პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტს.
ჩვენმა გუნდმა შეძლო საქართველოში ჩამოეყვანა ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს შესახებ მთელ მსოფლიოში ისაუბრებენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ორგანიზებით თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის შეფასებისას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა არ დაასახელოს, ძალაში რჩება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი, რომელიც ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრებს მართავს, აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ივანიშვილისა და მისი რეჟიმისთვის „უკანასკნელი შემოდგომა“ უნდა იყოს და მისი შეხვედრებიც შეერთებულ შტატებში სწორედ იმას ეძღვნება, თუ როგორ „გავისტუმროთ რეჟიმი, რომელმაც თავისი სახე აჩვენა ყველას - აჩვენა შიგნით, და აჩვენა გარეთ“.
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დღეს დილით 60 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ცხედარი მტკვარში გამვლელმა შენიშნა.
ჯაირ ბოლსონარო, ულტრა-მემარჯვენე კანდიდატი, რომელიც ბრაზილიის საპრეზიდენტო კამპანიაში მოწინავე პოზიციაზეა, სერიოზულ მდგომარეობაშია, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება - მას შემდეგ, რაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, საარჩევნო კამპანიისას, ცივი იარაღით დაჭრეს.
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საშუალებას გვაძლევს, რომ ყოველგვარი ბარიერების გარეშე შევიტანოთ პროდუქტები ბაზრებზე, რომელიც შეიძლება აქამდე არ იყო ჩვენთვის ხელმისაწვდომი რაღაც მიზეზების გამო. ამიტომ ასეთი შეთანხმებების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა“, აცხადებს თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ანალიტიკოსი დავით კეშელავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.