28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს წყალგამყოფად მიიჩნევს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ივანიშვილი „აღარ მალავს თავის განზრახვებს“ და ის და მისი რეჟიმი მთლიანად ახდენს ეკონომიკის, უმაღლესი სასწავლებლების და მედიის მონოპლიზაციას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს (ბათუმი) N6 სასაზღვრო სექტორის (ჩირუხი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის 4 და საქართველოს 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„იბერიას“ ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ ტელევიზიის მიმართ არსებული პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუმცა, ამისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს.
არხზე მიმდინარე პროცესებში გასარკვევად, ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი იყო ძალიან აქტიური მსგავს თემებზე იმიტომ, რომ დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედიაგარემო არის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი, რაზეც უნდა დაშენდეს ამ ქვეყნის სწორი და ძლიერი მომავალი.
„გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა, უწყებათაშორის კომისიაზე გუშინ პოლიციური რეჟიმი ჩამოაყალიბა და კომისიის სხდომაზე ტელეფონებით შესვლა ყველას აუკრძალა.
საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ჩართული კინორეჟისორი გიორგი შენგელაია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მას დაუჭერს მხარს და არა სხვა, რომელიმე კანდიდატს. შენგელაია საპრეზიდენტო კანდიდატად ცესკოში საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომელშიც მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, პეტრე მამრაძეც შედის.
ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის დედა მაყვალა ხურციძე ნიუ იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში უბედურ შემთხვევას არასრულწლოვანი გოგონა ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 1941 წელს დაბადებული ნ.ა. და 1953 წელს დაბადებული ქ.ბ. ფოთში დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.