თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც  განაცხადა, რომ თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ – სამოქალაქო, პოლიტიკური პოზიცია, კონფრონტაციისა თუ პროვოკაციის სურვილი, ყველაფერი, რაც შორს არის სპორტისგან და არეულობის, სირცხვილის მომტანია.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს დაგეგმილ ფეხბურთის მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრი გენადი გაგულია ავარიის შედეგად დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

სრულად...

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა შეაფასა, რომელიც პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებისთვის შეიქმნა „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელობით.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეა ქვეყნის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმს ატარებს, როელზეც კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტები არ არის წარმოდგენილი, იტყობინება BBC. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, მიმართა თუ არა აღლუმს ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა.

სრულად...

კაპრალი მირზა ჩაჩუას ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს. კაპრალი ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო წვრთნების დროს დაიღუპა. ის სწავლების დროს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ჯარისკაცს გულის შეტევა ალკოჰოლის ჭარბი დოზის გამო დაემართა.

სრულად...

გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის კიდევ ერთი მინისტრი შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვატო მახარობლიშვილის ძმის ავთანდილ მახარობლიშვილის კომპანიისთვის მილიონობით ლარის გადარიცხვა შეიძლება გახდეს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სამთვიანი მუშაობა ისევე დასრულდა, როგორც თავის დროზე გამოძიებამ დაასრულა მუშაობა.მისი თქმით, გამოძიების ობიექტური პრობლემა ის იყო, რომ კონკრეტული პირები არ თანამშრომლობდნენ შესაბამის უწყებებთან.

სრულად...

ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა ხვალ გაიმართება. საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ლატვიას უმასპინძლებს. მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა, რომლსაც გუნდის ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილიც ესწრებოდა. ვაისის თქმით, ნაკრები ეცდება, რომ ლატვიასთან მატჩში გულშემატკივართა იმედები გაამართლოს.

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალდეში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა, მწვერვალიდან უკრაინის მოქალაქე ჩამოიყვანეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი