თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის ივლისის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შედეგებს აფასებს.

სრულად...

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ცალსახად არის ხაზგასმული, როგორც არჩევნების გაყალბების მცდელობა, ასევე შავი ფულით ოპოზიციის საერთო კანდიდატის წინააღმდეგ კამპანიის წარმოების დაწყება. ვაშაძე ითხოვს, რომ აუდიტის სამსახური დაინტერესდეს, ვინ ურიცხავს ფულს კონკრეტულ პირებს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირტებისთვის.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, პრემიერ მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში და დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრები კიდევ ერთხელ გამოხატავს იმ სტრატეგიული და პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს, რაც ისტორიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას, აცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა.

სრულად...

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანში ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებისთვის დამატებით სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის ხანძრების სპეცტექნიკის გაზრდილი რაოდენობა.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების  თაღლითურად დაუფლების და გულგრილობის ფაქტებზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

სრულად...

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ზაქარია ფალიაშვილი ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, პროექტის ფარგლებში გარდა საავტომობილო გზისა მოხდა ტროტუარის, პანდუსების და თანამედროვე განათების მოწყობა.

სრულად...

თბილისის მერი დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე,  რესტორან „ოტიუმის“ წინ უკანონო მშენებლობის შეჩერებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მშენებლობის ნებართვა რეკრეაციულ ზონაში იყო გაცემული და კახა კალაძის თქმით, მერიამ აღნიშნული ნებართვა გააბათილა.

სრულად...

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ ადამიანებზე ისაუბრა. კალაძის თქმით,  კომპანია „სვეტის“ მიმართ დაწყებული გამოძიების დამთავრების შემდეგ თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს, რათა კომპანიის მიერ დაწყებული მშენებლობები დასრულდეს.

 

სრულად...

თბილისის მერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაზე კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამოსწორებას ითხოვს. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრებს მოუწოდა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი