საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრების დაცვისა და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება ისეთივე მკაცრი წესები როგორიც აქვს შვეიცარიას, ნიდერლანდებს და ბევრ სხვა ქვეყანას და „პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველოს არ ტოვებდნენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველები“.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ შეერთებული შტატები გამოვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან, თუკი ის არ შეცვლის ამერიკასთან მოპყრობის არსებულ მეთოდებს.
პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა ასპექტსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარეს ოგტაი ასადოვს შეხვდა.
თურქეთის გამარჯვების დღესასწაულსა და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში ოფიციალური მიღება გაიმართა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ტარიელ ჯანხოთელმა და მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, საბავშვო ბაღების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.
ინგლისში მაღალი კოფეინისა და მაღალი შაქრიანობის შემცველი სასმელების, ისეთების, როგორიცაა მაგალითად, Red Bull-ი და Monster-ი, ბავშვებისთვის მიყიდვა აიკრძალება. აღნიშნული სასმელები მოზარდებისთვის ჯანმრთელობის პრობლემების შემქმნელად დასახელდა. ისინი თავის და მუცლის ტკივილებთან, ჰიპერაქტიურობასთან, ძილის პრობლემებსა და ჭარბწონიანობასთან იქნა დაკავშირებული, იტყობინება ბრიტანული „გარდიანი“.
იოსებ კობზონის გარდაცვალების მიზეზი კიბოს პროგრესირება გახდა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის ჯანდაცვის ბლოხინის სახელობის ეროვნული სამედიცინო-ონკოლოგიური კვლევითი ცენტრის ყოფილმა დირექტორმა მიხეილ დავიდოვმა. კობზონი აღნიშნულ ცენტრში გადიოდა მკურნალობის პროცესს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინშია, ბრიფინგი გამართა. ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს ახალი კანონის მიღება, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, მიულოცა. ასევე განაცხადა, რომ ამაყია მხოლოდ საქართველოს მოქალაქე რომ არის, თუმცა საქართველოს მოსახლეობისთვის ეს კანონი ძალიან მნიშვნელოვანია. დამოუკიდებელმა კანდიდატმა მადლობა გადაუხადა საპარლამენტო უმრავლესობას ამ კანონის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მიღებულ კანონს არც ერთმა ოპოზიციურმა ძალამ მხარი არ დაუჭირა.
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ყოფილი პრემიერი ე.წ. მატროსოვის ციხიდან კლინიკაში ორჯერ გადაიყვანეს. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.