2018 წლის პირველ ნახევარში რუსეთმა უკრაინაში ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კერძოდ, საუბარია 436 მილიონ დოლარზე, რაც საერთო უცხოური ინვესტიციების 36 პროცენტია. აღნიშნულის შესახებ მონაცემებს უკრაინის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური აქვეყნებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოთლოვანი ტყის საფარს ხანძარი გაუჩნდა. დამწვარია 10 ჰა-მდე ფართობი.
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან სავაჭრო ცენტრში დაიწვა და დაზიანდა 10 მაღაზია. ასევე, სავაჭრო ცენტრის სახურავი - ჯამში 560 კვ.მ ფართობი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო დელეგაციაში, რომლიც აშშ-ში ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე მიემგზავრება. სამადაშვილი ასევე ამბობს, რომ მაკკეინის მეგობრობას საქართველოს ხელისუფლებმა არა ადეკვატური პასუხი გასცა - იმით, რომ მმართველი გუნდიდან მხოლოდ პარლამენტის ვიცე-სპიკერი დაესწრება მის დაკრძალვას.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ელოდება, წინასაარჩევნო ოფიციალური კამპანია დარიალი ხეობიდან დაიწყო. ზურაბიშვილის თქმით, მან უკვე 25 000- ზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა შეაგროვა, თუმცა ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვებას მაინც განაგრძობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის შეფასებით, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვისა და ზედამხედველობის კუთხით მიღწეული შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების ფონზე.
რეჟისორი გიორგი შენგელაია საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. შენგელაიამ და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შესაბამისი განაცხადი დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანეს.
„ნამდვილად საინტერესო ფრაზები მოვისმინეთ, მათ შორის, ბატონმა შამბამ აღიარა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით უკვე ამდენი წლის განმავლობაში", აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„შეიქმნა გარკვეულ უხერხულობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალბატონი ანგელა მერკელის შეხვედრის დროს. კერძოდ, რამდენჯერმე დაისვა კითხვა ომთან დაკავშირებით, ოკუპაციასთან დაკავშირებით და საინტერესო იყო ის, რომ ქალბატონმა მერკელმა თავიდანვე გასცა საზოგადოებას ის პასუხი, რომელსაც ჩვენ მოველოდით", აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე რეგიონში გასვლით შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.