„ჩვენ შეგვეძლო გაგვეთამაშებინა სცენარი, წარგვედგინა ჩვენი დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც იქნებოდა პროცესში ხელოვნური ჩარევა", აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო.

სრულად...

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარეობის კანდიდატი არ დასახელებამ, კიდევ ერთხელ გამოიწვია მისი ნაბიჯის უარყოფითი შეფასება ყველას მხრიდან.

სრულად...

ირანის ისლამური რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ჩ.რ.-ს, ზ.მ.-ს და კ.ა.-ს, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვარკეთილის დასახლებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ძებნილი, 1989 წელს დაბადებული ც.გ. გარდაბანში დააკავა. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა. პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ ღვთისმშობელი მარიამ არის დედა მთელი მსოფლიოსი, განსაკუთრებით კი საქართველოსი ამიტომ ჩვენ უნდა შევთხოვოთ მას თავისი წყალობა არ მოაკლოს მის წილხვედრ ქვეყანას, საქართველოს.

სრულად...

პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე სიონის საკათედრო ტაძარში მარიამ ღვისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საღმრთო ლიტურგიას დაესწრო.

სრულად...

პუბლიცისტი და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს  პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი თაკო ჩარკვიანი ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ აცხადებს, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს სამარცხვინოს უწოდებს. ჩარკვიანს ასევე სჯერა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუციას აქვს ისეთი უფლებები, რაც მომავალში კარგი საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

სრულად...

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრუკლინის ციხეში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს. ინციდენტი, დაახლოებით, სამი კვირის წინ მოხდა.

სრულად...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა იყიდა „ჰაიდელბერგ ცემენტის“ 50% და სხვა ცემენტის მწარმოებლებს დაუწესა შეზღუდვები. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, იმავეს აპირებს ხორბალზეც და სხვა წარმოებეზეც ამიტომ ქართველ ხალხს მოუწოდებს, რომ იმოქმედონ და ოქტომბრის არჩევნებზე დაასრულონ ქოციანობა საქართველოში.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი