საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში 2012 წელს თბილისში ჯონ მაკკეინის ჩამოსვლა გაიხსენა და თქვა, რომ სენატორმა იგი გააფრთხილა, რომ მორიდებოდა ბიძინა ივანიშვილს, რადგან როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მაკკეინმა მას ივანიშვილზე უთხრა, რომ მას „ცივი, ქვეწარმავლის, ძალიან უსიამოვნო თვალები აქვსო“.
ხუთმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა თბილისის ცენტრიდან 17 აგვისტოს დღის სამ საათზე მფლობელს ძვირადღირებული მანქანა გასტაცა. შემთხვევა უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გაუპატიურების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საჯარიმო ქვითარი police.ge-ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს დაჯარიმებული პირისთვის ჩაბარებულად ითვლება.
უკრაინა და საქართველო სექტემბერში პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით მიმოსვლის ამოქმედებას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.
ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. სოფელ ჭვრინისის მკვიდრი გიორგი ხარაზიშვილი ამავე სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, როდესაც საქონელს მწყემსავდა. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავს.
თურქული, კერძო სახსრებით, ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაფუძნებული „შავი ზღვის“ უნივერსიტეტის პერიპეტიებთან დაკავშირებით... გულწრფელად განვიცდი ამ სასწავლებლის ქართველი სტუდენტების მდგომარეობას, რადგანაც ისინი არაფერ შუაში არიან. პრობლემა შემდეგშია და ის ეროვნულ ხასიათს ატარებს!
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპონენტები არჩევნების წინ თავს იზღვევენ და ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად, საარჩევნო პროცესების კრიტიკას იწყებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.