შესაძლოა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტმა თინათინ ხიდაშელი წარადგინოს. GUARDIAN.GE-ს წყაროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელის კანდიდატურას პრეზიდენტის ადმინისტრაციას პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი სთავაზობს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0008 პუნქტით გამყარდა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ელოდება, ხელმოწერების შეგროვებას ზესტაფონში განაგრძობს, სადაც მას რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე მიიჩნევს, რომ ლეჩხუმის ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარებისთვის აუცილებელია ტურიზმის კუთხით მუშაობა. როგორც უგრეხელიძემ GUARDIAN.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ტურიზმის განვითარება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი სტრატეგიაა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე და საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ნარკოდანაშაულის ზრდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ბიზნესინტერესებს უკავშირდება, რის გამოც ივანიშვილი დაპატიმრებული უნდა იქნას „საერთაშორისო მართლმსაჯულების პროცედურებით“.
მცხეთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ერთ კვირაში ანაკლიაში, თბილისსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დააკავა, განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელიც გრიგოლ ვაშაძის შტაბის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე მიანიშნებს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გუბერნატორმა შეხვედრა თერჯოლისა და ტყიბულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართა და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.