საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მოგვიანებით გამოაცხადებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
„თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში იმ სტაბილურობის და მშვიდობის გარანტიაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მრავალეროვნულ წვრთნებში მონაწილე სამხედროებს სწავლება - „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა.
შალვა ნათელაშვილმა Facebook Live-ით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გლდანში მდებარე ელექტროენერგიის სადგურის ქვეშ, ბიძინა ივანიშვილს ბიტკოინების მომპოვებელი კომბინატი გააჩნია და „მოსახლეობის ელექტროენერგიის 40%-ის გამოყენების ფასად ათეთრებს მილიარდებს“.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე, 6-7 აგვისტოს, თბილისს პოლონეთის (იაცეკ ჩაპუტოვიჩი), ლიეტუვას (ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი), ლატვიის (ედგარს რინკევიჩსი) საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის (პავლო როზენკო) ვიცე პრემიერი ეწვევიან.
„საქართველომ თავისი ქმედებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის სანდო და ერთგული პარტნიორი“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.
„სწავლების სახელწოდება „ღირსეული პარტნიორი“ ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ეს სწავლება, სწორედ ჩვენი ერთობლივი ღირსეული პარტნიორობის სიმბოლოა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრებმა მ.კ.-ს ძმა, ლუკა კალანდია გამოკითხეს, რის შემდეგაც მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.