NDI-ის კითხვაზე, - ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას? - 74% პასუხობს, რომ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. გადაწყვეტილება მიღებული აქვს მხოლოდ- 20%-ს. ამის მიუხედევად, ამომრჩევლის უმეტესობა, არჩევნებზე მისვლას გეგმავს.
NDI-ის შეკითხვაზე - „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს?“ - გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ არც ერთი (48%). „ქართულ ოცნებას“ რესპონდენტთა 18% ასახელებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 10%, პასუხი არ იცის 7%-მა, პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა 5%-მა; 3% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ლეიბორისტული პარტია“ დგას, 10% კი ამბობს, რომ სხვა პარტიას დაასახელებდა.
„ძალა პარტნიორობაშია“ - ამ მთავარი გზავნილით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ უკვე მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნა ვაზიანის აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა, სადაც სწავლებაში ჩართული ცამეტივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და მონაწილე ტექნიკაა მოწყობილი.
NDI-მ მის მიერ რესპონდენტებისთვის დასმული შეკითხვის - უნდა ჰყავდეს თუ არა ოპოზიციას საერთო კანდიდატი - პასუხად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 62%-ს მიაჩნია, რომ არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატი უნდა მონაწილეობდეს, 15% კი ფიქრობს, რომ ოპოზიციას საერთო კანდიდატი არ უნდა ჰყავდეს.
ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული ახმეტა-თიანეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC ასრულებს, პროექტის ღირებულება 18 964 873 ლარია.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. რესპონდენტთა 81%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ნატოში გაწევრიანებას კი მხარს გამოკითხულთა 75% უჭერს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის მიღებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა არჩევნებში მონაწილეობის სურვილზე მეტყველებს.
„ბიძინა ივანიშვილმა თავისი გარემოცვა და სახელისუფლებო გუნდიც ხომ თვითონ დააკომპლექტა - შესაბამისად, საკუთარ საკადრო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობაც მანვე უნდა იკისროს“, - აცხადებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს დღეს დაასახელებს.
როგორც NDI-ის კვლევაშია აღნიშნული, მარიხუანას ლეგალიზებას გამოკითხულთა 74% არ ემხრობა, 18% მიიჩნევს, რომ მარიხუანის ლეგალიზება უნდა მოხდეს, გამოკითხულთა 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.