საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.
„ასეთი პრეზიდენტი მე აღარ მინდა ვიხილო მომდევნო ხუთი, ექვსი და ათი წლის განმავლობაში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება არ ეჩქარება, რადგან მათი კანდიდატი ფარდობითი უპირატესობით ისარგებლებს და საარჩევნო კამპანიასაც უკეთესად დაგეგმავს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2018 წლის განმავლობაში რეგიონული განვითარებისა ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. აღიშნული განცხადება GUARDIAN.GE-სთან საუბრისას ახალქალაქის მერმა, იურიკ უნანიანმა გააკეთა.
კოჯრის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებმა ჩხუბის დროს ერთმანეთი დაჭრეს. 4 ადამიანი დაჭრილია მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მესტის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ჭუბერსა და ხაიშში, სადაც რამდენიმე დღის წინ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტების შესასწავლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა და რასაც, ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა, საკითხი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩართულობით გადაწყდება.
„მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა დაიბრუნა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა, არავითარი არსებითი პრობლემები გუნდში აღარ იქნება“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას.
ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა დანელიასა და პუშკინის ქუჩებზე.ათეულობით ოჯახს გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების კუთხით 3 მილიარდს ხარჯავს და ერთ-ერთი ე.წ. ჟურნალისტი მას უწოდებს „ძუნწს“, ეს არის არანომალური მდგომარეობა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას და დასძინა, რომ ტყუილების გასაქარწყლებლად „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა სიმართლე უნდა თქვან, რაც ბიძინა ივანიშვილის ქებას არ გულისხმობს.
მომავალ კვირას 10 წელი სრულდება, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა. მას შემდეგ რუსეთს საქართველოს სუვერენული ტერიტორია ოკუპირებული აქვს. ეს ოკუპაცია ფეხდაფეხ მიჰყვება გამიზნულ მცდელობას, რომ ამ ადგილებიდან სრულად წაშალონ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის კვალი, ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.