ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე ნარკოვაჭრობაზე დაწესდება სამუდამო პატიმრობა, აიკრძალება ნარკოტიკების პროპაგანდა და დამნაშავე საკონსტიტუციო სასამართლო იქნება დაშლილი, - განაცხადა ახლახან გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჯერ იმაზე ვერ შეთანხმებულან დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს თუ თავის კანდიდატს წარადგენენ, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ მას აქვს საკმაო გამოცდილება და რეპუტაცია, რომ გახდეს პრეზიდენტი, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობს ჩვეულებრივად, რაც შეეხება დაუჭერს თუ არა მმართველი გუნდი ზურაბიშვილს მხარს, თამარ ჩუგოშვილმა ეს არც დაადასტურა და არც უარყო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კახა კალაძემ და ბიძინა ივანიშვილმა „თი-ბი-სი ბანკს“ თბილისის ცენტრში აქტივების უფასოდ მიღების და ლაზიკის პორტის გადაცემის სანაცვლოდ წამგებიანი ბანკი ორმაგ ფასად მიჰყიდეს.
სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა, ჯერჯერობით არც უარყოფს და არც ადასტურებს. TV პირველის ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიმართა თუ არა მან საფრანგეთის საელჩოს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზნით, სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა.
ბიძინა ივანიშვილისთვის ახალი მტრის ხატი არის კვირიკაშვილი - ტროცკის მსგავს ფიგურად უნდა წარმოაჩინოს. ბახტაძემ კი რაც არ უნდა გააკეთოს, იცის, რომ ერთ წელიწადში მას ისევე გააპანღურებენ, როგორც მისი ორი წინამორბედი გააპანღურეს, განუცხადა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმს“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შეფასებისას.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ არაფორმალური წევრია და „ოცნებამ" უკვე დაასახელა საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე.
მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს ყველაზე მაღალი შანსი აქვს გაიმარჯვოს პირველივე ტურში. იმ კანდიდატებს რომ ვუყურებ, ვინც სახელდება, უფრო მიმყარდება ეს განცდა, -განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის საელჩოსთვის მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართვის საკითხზე კომენტირებისას.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს გლდანის მე-8 სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში მსაჯავრდებულებს გ.ბ. და გ.ჯ.-ს დაკითხავენ კომისიის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კომისიისთვის მნიშვნელოვანია ყველა მოწმე დაიკითხოს და მიღებული ინფორმაცია შეჯერდეს, რადგან დაიდოს საბოლოო დასკვნა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუმ ყვარყვარე თუთაბერი გაახსენა. როგორც სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმს“ უთხრა, ივანიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ყველაფერი ნეგატიური სხვებს გადააბრალა და თავად არაფერზე დაიკისრა პასუხისმგებლობა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, დღეს გლდანის მე-8 სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულებს გ.ბ. და გ.ჯ.-ს დაკითხავენ. კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კომისიის საბოლოო დასკვნის მისაღებად მსჯავრდებულების დაკითხვა მნიშვნელოვანია, რადგან მათ კონკრეტული დანაშაული ჩაიდინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.