„მარგველაშვილი როგორც ჩანს, რეალურად იმყოფება წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ, სინამდვილეში პოლიტიკური კურიოზი არის ის, რომ თვითონ მარგველაშვილი ლაპარაკობს ამ თემაზე „ – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური კურიოზია ის, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს.
„როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძეს ჩავარდნა აქვს და კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსტიტუციაში. 5 წლის მანძილზე, საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მან ისწავლა, რომ საპარლამნენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ისწავლა ის, რომ იგივე უნდა გააკეთოს აჭარასთან მიმართებით“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების’ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აჭარის მთავრობის მეთაურის წარდგენის კომენტირებისას.
„აჭარის არჩევნები მოიგო „ქართულმა ოცნებამ" და იმ უმაღლეს საბჭოს აქვს პრეროგატივა მთავრობა და მისი მეთაური დაასახელოს, რომელიც აჭარაში მოქმედებს“, აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური.
პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 2007 წელს „სამოქალაქო კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტი იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს „ვერ ასახელებს“. მარგველაშვილი ამას „პოლიტიკურ კურიოზად“ მიიჩნევს და დასძენს, რომ ამის მიზეზია ის, რასაც მმართველი გუნდი ბოლო 5 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ დაკნინების მიზნით აკეთებდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის ხელმძღვანელსა და კიდევ სამ პირს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან დაითხოვენ.
მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადატანის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას მიერ დასმულ შეკითხვას უპასხუა და თქვა, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი თავისი განკარგვადი შემოსავლის 25-30 და ხშირ შემთხვევაში, 40%-ს ხარჯავს სესხების მომსახურებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და ეს იწვევს ძალიან მძიმე ეფექტებს ეკონომიკაში, მათ შორის, სიღარიბის დაძლევის თავალსაზრისით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და გამოძალვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ყურადღება მთავრობის თავდაცვის პოლიტიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ჩამოყალიბდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების სრულიად თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.