შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება იმ ფარგლებში, როგორც ეს დაგეგმილი იყო, მიუხედავად დაძაბულობისა, რაც მოსკოვის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას უკავშირდება, განაცხადა თეთრმა სახლმა.
საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ დღეს, 14 ივლისს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
ჰესებში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობაზე საუბრობს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას თქვა, რომ ენერგეტიკაში დინამიკა შემცირებულია, რაც უნდა გამოსწორდეს და აღნიშნულ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ჰესების მშენებლობის საჭიროებას, ოღონდ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვით.
უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა არაპროფესიონალიზმს და დიდ სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს მთავრობა პიარისთვის მილიონებს ხარჯავს. დეპუტატი ხაზგასმით აღინიშნავს, რომ თანხა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 5 წლის მანძილზე დაიხარჯა.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა მისი დროებითი მთავრობის იმ წევრებს, რომლებიც უკვე ახალ კაბინეტში არ არიან წარმოდგენილი, გაწეული საქმიანობისათვის და აღნიშნა, რომ „ისინი გააგრძელებენ საქმიანობას ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე“.
პარლამენტში, მთავრობის ახალი კაბინეტის წევრობის კანდიდატებსა და ფრაქცია „ევროპულ საქართველოს“ შორის შეხვედრისას, ხათუნა გოგორიშვილმა პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მიმართა კითხვით, თუ რას ფიქრობდა პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით მთავრობის და პარლამენტის თანამშროლობაზე.
„ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის" დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 12 ივლისს კახეთის რეგიონში 250 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის სამ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
საქართველოს ბიუჯეტში გაჩნდა 80 მილიონი ლარი, გაჩნდა იქედან გამომდინარე, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის დაწყება გადაიდო 1-ლი იანვრისთვის, ამ თანხას რაში იყენებთ, ბ-ნო მამუკა, ამ შეკითხვით „ევროპული საქართველოს" წევრმა, დავით ბაქრაძემ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს უმცირესობის სხდომის ფორმატში გამართული მოსმენისას მიმართა.
პარლამენტში, მთავრობის ახალი კაბინეტის წევრობის კანდიდატებსა და ფრაქცია „ევროპულ საქართველოს“ შორის შეხვედრისას, ოთარ კახიძემ საგანგებო სურათი უწოდა გაორმაგებულ მკვლელობების რიცხვს. კახიძის თქმით, რაც საქართველოში ხდება, უცნაური ტენდენციაა, რადგან ასეთი ვითარება არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არის.
თვითმკვლელმა ტერორისტმა 100-ზე მეტი ადამიანი მოკლა და 150 სხვას დაზიანებები მიაყენა სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე მიტინგზე თავდასხმისას, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით. მათივე ცნობით, ქალაქ მასტანგში დაღუპულთა შორის პროვინციის კანდიდატიცაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.