საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა.

სრულად...

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე „სერიოზულ აღმოჩენას“ აკეთებს და აცხადებს, რომ „თურმე ძალიან ვგავარ გენიალურ გერმანელ ფილოსოფოსს იმანუელ კანტს“, ოღონდ „არა გარეგნულად, არამედ იდეებით“.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე კვლავ თეა წულუკიანის კანდიდატურის დასახელება ოპოზიციისთვის „საჩუქარია", თუმცა, ცუდია ხალხისთვის, რადგან როგორც გოცირიძე მიიჩნევს, ერთადერთი, რის გამოც წულუკიანი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში დარჩა, არის ის, რომ იუსტიციის მინისტრს შეუძლია შავი საქმეების კეთება.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც სამთავრობო პროგრამა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება, პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს სახელმწიფო უწყებების მიერ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირის, პეტრე დევრიშაძის კომპანიისგან შესყიდვების განხორციელების საკითხზე შეკითხვა დაუსვეს. დაზუსტების პროცედურის ფარგლებში, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის გიორგი კანდელაკის შეკითხვას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უპასუხა.

სრულად...

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ დევნილებისთვის, რომლებიც მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები უნდა შეიქმნას.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ მთავრობის დამტკიცების სესიაზე რეგიონების განვითარების საკითხებზე ისაუბრა და ეკონიმიკის მინისტრს ინიციატივით მიმართა.

სრულად...

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პეტრე დევრიშაძესთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს" წევრის, გიგა ბოკერიას შეკითხვას შეკითხვითვე უპასუხა.

სრულად...

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ეკონომიკურ ინიციატივებს მიესალმება და იმ საკითხებზე საუბრობს, რაც ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახდა.

სრულად...

"საპრეზიდენტო კანდიდატს „ქართული ოცნება“ დაასახელებს თავის დროზე და ახლა არც მარგველაშვილთანაა ანგარიში ამ მიმართულებით ჩასაბარებელი და არც რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

სრულად...

ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ აქვს განცდა, რომ ამ ქვეყნის მომავალი მათ ხელშია, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი