იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ აწყურში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. აწყურის საზოგადოებრივი ცენტრი, რიგით 53-ეა.
ცაგერის სტადიონზე შედგა მოყვარულთა რეგიონული ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი შეხვედრა ფეხბურთში ცაგერისა და ტყიბულის გუნდებს შორის.
ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მამაკაცი ზურგში დაჭრეს. როგორც დაშავებულის ოჯახის წევრები იუწყებიან, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მეზობელმა 28 წლის მამაკაცს ზურგში დანა ჩაარტყა. დაჭრილი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტი - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ წარადგინა. დოკუმენტი კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, 45 მომხრე-2 ის წინააღმდეგ იქნა მიღებული. ასამბლეა რეზოლუციის პროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და მისი საბოლოო დამტკიცების თაობაზე, გადაწყვეტილებას მიიღებს.
ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეზე დაკავებული 19 წლის მწყემსის პოზიცია მკვლელობის გახმაურებული ვერსიისგან განსხვავდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი ჩერქეზიშვილის შეხვედრა ადგილობრივ ბიზნესსექტორთან დაბეგვრის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ მთავრობასა და ბიზნესს შორის მიმდინარე ღია დიალოგის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დუშეთის ის ნაწილი დაათვალიერა, სადაც სულ მალე, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში, ისტორიული უბნების ურბანული განახლება დაიწყება.
საქართველოს პრეზიდენნტი გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრნენ.
ბორის ჯონსონის მიერ პოსტის დატოვებიდან რამდენიმე საათში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად ჯერემი ჰანტი დაინიშნა. მანამდე იგი, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.