ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ელენე ხოშტარიას შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა პრეტენზია ან კითხვა პროკურორებთან ან გამომძიებლებთან იმის თაობაზე, რომ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი საქმეში არ იდო, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ეს შეკითხვა მას არ დაუსვამს.
სოფლებში - ქვაბისხევში, ტბაზე და დაბა წაღვერში რკინა-ბეტონის გზების მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულია. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს დამხმარე ნაგებობის მოწყობა.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზაზა სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენს დეტალურად არ იცნობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბ „ბასიანში“ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„სასამართლო პროცესებზე პროკურორების მხრიდან მოწმეების დაკითხვისას უხეშ ჩარევას ადგილი არ ჰქონია“ - ასე უპასუხა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ირმა ნადირაშვილის შეკითხვას - სასამართლო პროცესის დროს იყო თუ არა უხეში ჩარევა პროკურორების მხრიდან მოწმეების, ან ბრალდებულების დაკითხვისას და თუ იყო ჩვენების შეწყვეტინების მცდელობა.
დღეს, 20.00 საათზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება.
პარკმა „ციცინათელამ“ 2008 წლის აგვისტოს ომში, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, 2004 წლის საბრძოლო ოპერაციებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების შვილებს უმასპინძლა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე სოფელ მათხოჯში მონასტერთან მისასვლელი გზისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, სამხედრო ნაწილში „ღია კარის დღე“ მოეწყო.
„ჩავიწერეთ ერთ-ერთი საუბარი - მე და ზვიად კუპრავა ვიყავით ერთად. ჩავიწერე საუბარი და რასაც ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე“, განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.