„რეგისტრაცია დაწყებულია, თუმცა ძალიან ცუდი ხმები მომდის ამასთან დაკავშირებით და მინდა გავაფრთხილო ყველა - არავინ გაბედოს პროტექცია იმისთვის, რომ ვიღაცის ნაცნობობით და დახმარებით მოხდეს ბავშვების რეგისტრაცია", აცხადებს თბილისის მერი დედაქალაქის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 150 ერთეული ნაგვის შემკრები კონტეინერი საჩუქრად გადაეცა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა მოსწავლეთა 72-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში, რესპუბლიკურ ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს უმასპინძლა და სიგელებითა და წიგნებით დააჯილდოვა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში, ბიუროს ფორმატში მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა და თერჯოლის მერმა, ბონდო სოფრომაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომაზე ე.წ. ციანიდის საქმეზეც ისაუბრეს.
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სხდომიდან ერთ-ერთი პირველი ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გამოვიდა.
ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის „HeritageFoundation” მკვლევარი ლუკ კოფი დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მცირე მთავრობის იდეას და აღნიშნავს, რომ აუცილებელია მთავრობა ქმედითი იყოს და ხალხისთვის მუშაობდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.