პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. თავდაპირველად დეპუტატები ეკონომიკური ბლოკის, ასევე ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
პრემიერის გადასაწყვეტია, ვინ იქნება განახლებულ მთავრობაში, ასე პასუხობს კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ გიორგაძე ჟურნალისტებს შეკითხვაზე, იქნება თუ არა თავად ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრი.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.
იმ ფონზე, როცა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო აყალმაყალი გრძელდება, დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ დამატებით 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე დააწესებს ტარიფებს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს თქმით, ცალსახად პრემიერის პრეროგატივაა, რომ მოახსენოს საზოგადოებას, კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება და ამ ცვლილებების დადებითი მხარეები დაასაბუთოს.
ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. შსს-ს ინფორმაციით კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადის გამო თბილისში გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მჭადიჯვარში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა დასრულდა.
საქართველოს, 19-21 ივნისს, ვიზიტად ეუთო-ს 30-მდე წევრი ქვეყნის მუდმივწარმომადგენელთა დელეგაცია ეწვევა. 2008 წლის შემდგომ, ეს ეუთო-ს ელჩების პირველი ვიზიტია საქართველოში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი მიმდინარე კვირაში პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს ნდობას გამოუცხადებს, რის შემდეგაც, ბახტაძე მთავრობის განახლებულ სტრუქტურასა და შემადგენლობას წარადგენს.
საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილმა და დაშავებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში მიიღეს მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.