კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკი აშენდება - ე.წ დიღმის ჭალებზე, მტკვრის პირას, „სადაც ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდება“, მეორე კი თემქის ხევში, რომლის „გარშემო დაახლოებით 80 ათასი მცხოვრებია“ და რომელიც თბილისის ზღვის სიახლოვეს მდებარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მიღებული და გასაგებია პროტესტი და მოთხოვნები ზაზა სარალიძის და საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც პირველად გამოვიდა და ამ საქმეზე სამართლიანობის განხორციელება მოითხოვა.
ნიკა მელია საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრების სამსაათიან შეხვედრას და, ამ სხდომაზე, როგორც არჩილ თალაკვაძის მიერ იქნა გახმაურებული, „გაეროს კვლევის განხილვას“ ეხმაურება.
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი გუშინ, 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „მშვიდობიანი დარბევა რომელიც მათ ჩაიდინეს, გამორიცხავს მათ ხელისუფლებაში დარჩენას".
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ აუდიტის დასკვნის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უნდა გადადგეს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხს მისი ფრაქცია პლენარულ სხდომაზე დააყენებს.
„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობასა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები განხილული არ ყოფილა.
დუშეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სკვერში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი მოეწყო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0096 პუნქტით გაუფასურდა.
უმრავლესობა „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეხვედრას მართავს. უმრავლესობის დეპუტატებმა შეხვედრის დაწყებამდე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ცვლილებები და მათ შორის, თვისობრივი ცვლილებები აუცილებელია.
2018 წლის 6-8 ივნისს საქართველოში საქმიან ვიზიტად იმყოფებოდა საჯარო სააქციო საზოგადოება „ეეს ფედერალური ქსელური კომპანიის“ დელეგაცია, რომელსაც მმართველობის თავმჯდომარე ანდრეი მუროვი ხელმძღვანელობდა. ისინი ეწვივნენ სს გეს „საქრუსენერგოს”, დაათვალიერეს კომპანიის სათაო ოფისი, დამხმარე შენობა-ნაგებობები და ტექნიკა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.