პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ენმ“-დან აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე მარნეულის ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტში მიიღო მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა ვასაძის წერილი.
თავდაცვის სამინისტროს ნატოს საერთაშორისო სამსახურის გენდერული საკითხების მრჩეველი, ვიცე-პოლკოვნიკი მაგდალენა დვორაკოვა ეწვია. შეხვედრას უწყების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის, ასევე გენერალური შტაბის J-1 პერსონალის მართვის, J-3 ოპერატიული დაგეგმვისა და J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) კურსი „რისკის მართვის საფუძვლები“ დაიწყო. ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა, დავით გუნაშვილმა და DIB სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია გვენეტაძემ გახსნეს. მათ თავდაცვის უწყებასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში რისკების მართვასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ნუნისში ცენტრალურ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია სლოგანით „მთავრობის ადგილი შარდის კონტეინერშია“ მიმდინარეობს. ახალგაზრდებმა კანცელარიის შენობის წინ შარდის კონტეინერები მიიტანეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ამ ფორმით მარნეულში მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობაში არსებული მასობრივი უკმაყოფილების და ეკონომიკური ზრდის შეფერხების ფონზე აუცილებელია მთავრობა გადადგეს.
დღევანდელ ხელისუფლებას უკვე ისე ეშინია საკუთარი ხალხის, რომ გადასულია ძალადობაზე - ყველაზე, ვინც აფიქსირებს ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრს ან ღიად და აშკარად აკრიტიკებს ხელისუფლებას, ასე ეხმაურებინ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, თემურ აბაზოვის დაკავებასა და გავრცელებულ ვიდეომასალას, რომლის გამოც, გავრცელებული ინფორმაციით, მოხდა მერის დაკავება.
სოფელ უჯარმაში სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰა მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის სანაცვლოდ საგარეჯოს საკრებულოს წევრმა და სატყეო სააგენტოს თანამშრომელმა მოქალაქისაგან ქრთამის სახით 280 000 აშშ დოლარი მოითხოვა და სუს-მა ისინი თანხის ნაწილის, 30 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავა.
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. აბაზოვის დაკავების შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ადასტურებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.