ნიანგმა პროტესტანტული ეკლესიის მღვდელი იმსხვერპლა სამხრეთ ეთიოპიაში იმ დროს, როდესაც იგი ტბის პირას მორწმუნეებს ნათლავდა.
რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზთან დღეს დაკავებული დირბის წმ. გიორგის სახლეობის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე გაათავისუფლეს.
„ამერიკული მხარის დახმარებით საქართველოს შეიარაღებული ძალებს უახლესი კავშირგაბმულობის სისტემები გადაეცემა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში მონაწილე ყველა ქვედანაყოფი აღიჭურვება", განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კავშირგაბმულობის დღეზე ვაზიანის აეროდრომზე.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასა და მსოფლიოს ჩემპიონთან, ნიკოლოზ დერიუგინთან შეხვედრა გამართა.
იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან.
თუ მხარეებს შორის დოკუმენტურად გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ხელფასები გაგვეზრდება, მუშაობას ხვალ დილიდანვე განვაახლებთ, აცხადებს მეტროს გაფიცული მემანქანე ზაზა ბარბაქაძე.
არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი ლევან სახმარაულის ესქპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.
ქალაქ წყალტუბოში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილი მეტალის კონტეინერები, პლასტიკატის ახალი ურნებით იცვლება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, არასამთავრობო სექტორის მიერ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0047 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.