პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე დეპუტატების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
სანქციები რუსეთის განვითარების შესაჩერებლად არის გამოყენებული, რადგან რუსეთს კონკურენტად აღიქვამენ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირდაპირ ეთერში მოქალაქეებისთვის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე დღეს მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა.
ბრიუსელი 7-8 ივნისს ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ბელგიის სამეფოში იმყოფება.
21 წლის სენაკელი გიორგი ჭანია აცხადებს, რომ სენაკის პოლიციის განყოფილებაში მასზე და მის მეგობარ ხვიჩა პაპავაზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა და პოლიციელებმა ე.წ. დუბინკით გაუპატიურების მუქარით აიძულეს ყაჩაღობის ფაქტის აღიარება, რომელიც მისი თქმით, მას არ ჩაუდენია.
შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვას წარადგენს.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი კახა სამხარაძე, გუბრენატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე და საჯარო პოლიტიკის საკითხებში გუბერნატორის კონსულტანტი ერასტი საბანაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდენენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, სეიმის პირველ ვიცე-სპიკერ რიმა ბაშკიენეს და სეიმის წევრ ეგიდიუს ვარეიკისიკის შეხვდა.
ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს პოზიტიურად აფასებს და საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას, წარმოების გაფართოებას გეგმავს, განაცხადა კომპანიის შვეიცარიელმა დამფუძნებელმა მაქს ბლაუენშტაინმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრისას.
„ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე“ – EuroDIG 2018-ის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი წამყვანი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში EuroDIG-ის ავტორიტეტულ ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.