„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ კვირას, 10 ივნისს, დაგეგმილ „დიდ პოლიტიკურ მიტინგში“ მონაწილეობას მიიღებს, რადგან მიაჩნია, რომ „რეჟიმი დალპა და დამპალ რეჟიმს გატანა უნდა, თანაც მშვიდობიანი მეთოდებით“.
6 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მოთხოვნით მიმართავს. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სუს-ის სპეცოპერაციის დროს, პანკისის ხეობაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შუაღამისას დაჭრილი და მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0177 პუნქტით გამყარდა.
მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვას დედაქალაქის საკრებულოში ეხმაურებიან. თბილისის საკრებულოს ოპოზიცია შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას დედაქალაქის მთავრობას აკისრებს.
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს და იმ მოსამართლეს უპირისპირდება, ვინც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება „არაკონსტიტუციურად აუკრძალა“.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, შალვა თადუმაძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი ზაზა სარალიძის ოჯახს ადვოკატთან ერთად შეხვდება.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაური გენერალ დენის მერსიე დღეს გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„როდესაც კანონში არის გაწერილი ის, რომ ფართო საზოგადოებასთან, ექსპერტულ წრეებთან, არასამთავრობო სექტორთან და ა.შ. კონსულტაციების საფუძველზე შეირჩევა პროკურორის კანდიდატურა, ჩვენი მხრიდან ჩარევა იქნება პრინციპულად არასწორი-ეს იქნება კანონის სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ .
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.