„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები დაიწყო.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 წლის კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს პრემიერ მინისტრი დაგვპირდა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და შესწავლილი”, აღნიშნული განცხადება ლევან დადუნაშვილის მამამ პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„რამდენიმე წლის მანძილზე პირველად გვესტუმრა სერტიფიცირებული სავაჭრო მისია გაერთიანებული სამეფოდან. მინდა, მადლობა გადავუხადო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრს, რომელმაც დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი სავაჭრო საკითხებში ბატონი მარკ პრიტჩარდი, რომლის ხელმძღვანელობითაც დღეს ეს შეხვედრა შედგა", განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
უკრაინულმა ავიაკომპანია „YANAIR“-მა ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრებს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
„საბოლოოდ, პრემიერმა მითხრა, მე გადავდგები თუ არ გადავდგები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვსო“, განაცხადა ზაზას სარალიძემ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ და დაამატა, რომ თუ უახლოეს პერიოდში არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე დარჩება და მისი მოთხოვნები უცვლელი იქნება.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.