სომხეთის პარლამენტის წევრები მმართველი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ვერ ახერხებენ პარლამენტის შენობაში შესვლას. ათეულობით დეპუტატი ბლოკირებულ ქუჩებს შორის არის დარჩენილი, იტყობინება „Sputnik Армения“ შემთხვევის ადგილებიდან.
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილსის მეტროპოლიტენის მემანქანეების მიერ დაანონსებულ გაფიცვას გამოეხმაურა.
ერევანში დემონსტრანტებმა განათლებისა და მეცნიერების, დიასპორის და ასევე სხვა სამინისტროების შესასვლელები გადაკეტეს, იტყობინება „Sputnik Армения“ შემთხვევის ადგილებიდან.
ფასანაურში, 28-29 აპრილს, ზიპლაინის და ჯომარდობის სეზონი გაიხსნა. ზიპლაინის ეროვნული ფედერაციის, მოლაშქრეთა და მოგზაურთა კლუბ „მსოფლიოში დაკარგულებისა" და ფასანაურის საჯომარდო ბანაკის ორგანიზებით, ტური მოეწყო.
საქართველო და ისრაელი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროს, განსაკუთრებით კი სამხედრო განათლების, რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის მიმართულებებს ითვალისწინებს. სწორედ, ამ მიზნით, ლევან იზორიას თელავივში ოფიციალური ვაზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.
ერევანში პროტესტანტებმა აეროპორტ „ზვართნოცისკენ“ მიმავალი გზის ბლოკირება დაიწყეს, ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებსა და ახალი ამბების სააგენტოებზე გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ გზა ორივე მხრიდანაა გადაკეტილი და პოლიცია მომიტინგეებთან გზის გახსნის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატურაც მისმა პარტიამ დღეს დაამტკიცა, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ მას დასავლეთის მხრიდან ფინანსური სანქციების და ყადაღის შიში აქვს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში „საკუთარი ტყავის გადასარჩენად“ დაბრუნდა, რადგან მისი თქმით, საფრანგეთის უშიშროების დეპარტამენტი ეძებს მას, რომ მიიყვანონ „საგამოძიებო მოსამართლესთან საფრანგეთში, რათა პასუხი აგოს იმ მაქინაციების გამო, რასაც წლების განმავლობაში ახორციელებდა ის და მისი აფერისტი პარტნიორები რუსეთიდან“.
სომხეთის პარლამენტმა ვერ შეძლო პრემიერ მინისტრობის ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატის, ნიკოლ პაშინიანის არჩევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.