ცენტრალური საარჩევნო კომისია ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით 17:00 საათისთვის არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი - 50 წლამდე ქალი ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ეხმაურება.
მესტიის მუნიციპალიტეტს რაინჰოლდ მესნერი სტუმრობს. მესტიის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სახელგანთქმული ალპინისტი სვანეთს საქმიან ვიზიტად ეწვია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 15:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 41.1% შეადგინა.
ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულება უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფაა, ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მისი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ათონის წმინდა მთაზე მდებარე ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს უმასპინძლეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯუხრაძემ და კომპანია „სოკარი ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამმადოვმა სოფლებშ - დიდ გუბში, პატარა გუბსა და შუა გუბში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.
ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე მედიას ვანსა და ხონში ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით 12:00 საათისთვის არსებული მდგომარეობა გააცნო.
„ჩვენ არავის არ ვუჩვენებთ არანაირ ბარათებს და დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში ბარათებისა და განცხადებების გარეშე“, აღნიშნული განცხადება ხონის და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან" გივი ჭიჭინაძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.