საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე და ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი ადგილზე გაეცნენ.
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილის დანიშვნიდან მეორე სამუშაო დღესვე თანამდებობა დატოვა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ, რომლის მიმართაც ოპოზიციის მხრიდან არაერთმა კორუფციულმა ბრალდებამ გაიჟღერა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურის ოჯახს მეექვსე შვილის დაბადება მიულოცა. ვიცე-პოლკოვნიკ თამაზ ბერძენიშვილს, რომელიც ამჟამად სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში იმყოფება, მეექვსე შვილი შეეძინა. გაგუას კლინიკაში მყოფ თამაზ ბერძენიშვილის მეუღლეს, დიანა ბერიკაშვილს, დღეს მოულოდნელად თავდაცვის მინისტრი ექსტუმრა და ოჯახს მეექვსე შვილის დაბადება მიულოცა.
ონის მერიის ორგანიზებით და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა.
თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო და კომუნიკაციების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის თბილისში, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ტრანსპორტის სფეროში ორ ქვეყანას შორის R&D-ის (კვლევა და განვითარება) ფორმატში კოორდინაციის მექანიზმის შემუშავებას.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სებ-ის ცნობით, 2018 წლის 3 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0123 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამხედრო პირადი შემადგენლობის მართვის საკითხებთან დაკავშირებით სემინარი დაიწყო. ღონისძიება საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა გახსნეს.
გამოფენას წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი და საკრებულოს წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობდნენ
საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული ეფექტიანი გამოძიების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი - ნ.ჯ., გ.ა., ა.ც., მ.მ., და ბ.ღ. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.