ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარების სამსახურს ჯიპის ტიპის სპეცმანქანა გადაეცა. როგორც GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა განუცხადა, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით სრულადაღჭურვილი და სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გათვლილი ახალი მანქანა მუნიციპალიტეტისთვის „ძვირფასი საჩუქარია".
ისრაელმა აფრიკაში მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის გეგმები გააუქმა მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტოსთან შეთანხმებას მიაღწია.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ საღრძისა და სოფელ აბასთუმნის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ხიდთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და გაბიონების მოწყობა დასრულდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0092 პუნქტით გამყარდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში მდინარე ოცხეს ნაპირსამაგრი სამუშაოები და გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს.
ხარაგაულის მერიის ორგანიზებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები აბაშის მუნიციპალიტეტში ჩავიდნენ, სადაც მათ, სპეციალურად შექმნილ საკოორდინაციო შტაბში კონკრეტული მითითებები და დავალებები მიიღეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ დარბაზში „მხიარული სტარტები“ გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მოსამსახურე სამხედროების შვილებმა მიიღეს.
სამწუხაროდ, ხშირად მასმედია არ აშუქებს გაკეთებულ საქმეებს, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების” რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„წინ გველის მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც შედგება ამა წლის ოქტომბერში და დარწმუნებული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ ასევე ძალიან დიდ წარმატებას მოვიპოვებთ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსთავში, საქალაქო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი გიორგანაშვილისთვის ახალი ბრალის წარედგენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.