როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, თებერვალში, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5.5 %, ჯამში იანვარ-თებერვლის მონაცემებით 4.9 %-იანი ზრდა გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკმაც გაზარდა საქართველოს 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.
საქართველოში ბუნებრივი აირი დამატებით 17 517 ოჯახს მიეწოდება, - გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა კიდევ 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფელსა და 1 ქალაქში განახორციელებს.
საქართველოს მთავრობა ახალი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საგადასახადო ინიციატივებით გამოდის, - როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფინანსთა მინისტრის მიერ ინიცირებული სამი ახალი რეფორმა დამატებით ჟანგბადს მისცემს, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს.
პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი ინიციატივა ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი ს. დააკავეს.
ქალმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრა YouTube -ის ჩრდილოეთ კალიფორნიის შტაბ-ბინასთან, რის შემდეგაც თავი მოიკლა.
ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია საქართველოში გარდაუვალია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა ეს ახლა გაეკეთებინა, თუმცა უდავოა, რომ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა თავის სახეს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. პლატფორმა მზად იყო და კვლავაც ღია რჩება ითანამშრომლოს პოლიტიკის ცვლილებისთვის, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით იმ პროცესის მონაწილე და მხარდამჭერი, რომელიც არსებული პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას არ მოიაზრებს და კოსმეტიკური ცვლილებებით გეგმავს შეასუსტოს საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება.
„საქართველოს მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღებას მივაპყრობთ იმ ვითარებაზე, რომ შპს „სტერეო+“-ზე, როგორც ქვეყნის დამოუკიდებელ მულტიპლექს-ოპერატორზე, მიმდინარეობს მიზანმიმართული უკანონო ქმედება მის ხელში ჩაგდების მიზნით, ამგვარ საქმეებში საკმაოდ გამოცდილ ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანიის მიერ".
31 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში, მცხეთის სამედიცინო ცენტრმა მოაწყო უფასო სამედიცინო აქცია. აქციის ფარგლებში ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ უფასო სამედიცინო კონსულტაციებით ისარგებლა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოში 2 მაისს წარსდგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.