ნინოწმინდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშო ბაღებ არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
2018 წლის 28 მარტს 500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი ბაჩანა სულაძე, ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელი პირებთან ერთად, ზესტაფონისა და წალენჯიხის სს უბნებზე, ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოს, ხონის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა.
სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი - 1986 წელს დაბადებული ა. ბ. თბილისში დააკავეს.
გამომძიებლებმა პეტერბურგის მეტროში ზუსტად ერთი წლის წინ მომხდარი ტერორისტული აქტის ყველა მონაწილე გამოავლინეს, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორშაბათ საღამოს გამოაცხადა, რომ იგი ყინავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტოსთან ახალ შეთანხმებას, რომელიც ათასობით აფრიკელ მიგრანტს ისრაელში დროებით სტატუსს აძლევს და მისი ეს განცხადება გაეროსთან შეთანხმების მიღწევიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში გაკეთდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, რომელიც 20 მარტს შედგა, რუსეთის პრეზიდენტს ვაშინგტონში ორმხრივი შეხვედრა შესთავაზა, განაცხადა პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ჩემს მშობლიურ კუთხეში. ძალიან დიდი სიყვარულით მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო ყველა თქვენგანის მიმართ. მთლიანად „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის სახელით მადლობას ვუხდი ყველა აქტივისტს, ვინც ჩვენს წარმატებას აშენებს, ვინც ყოველდღიურად შრომობს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს წინსვლა, განაცხადა პრემიერ მინისტრმა პარტია „ქართული ოცნების“ თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე.
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოს ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრში მხიარული თამაშები გაიმართა.
2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიულ ცენტრში ბენეფიციარების მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპელიტეტის მერია და საკრებულო შეურთდნენ.
ვანის მუნიციპალიტეტში ტიციან ტაბიძის 123-ეე იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები პოეტის ძეგლის პატივგებით დაიწყო. ძეგლი გვირგვინით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა შეამკეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.