პარლამენტის პრესამსახურის ცნობით, ვენეციის კომისიის წევრი, ბარსელონას უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი, ჯოზეფ მარია კასტელა ადრეუ და ვენეციის კომისიის კონსტიტუციური მართლმსაჯულების განყოფილების ადმინისტრატორი ზია კაგა ტანიარი პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართავენ
პოლიციის განცხადებით, სულ მცირე 17 ადამიანია მოკლული ფლორიდაში, მას შემდეგ რაც პარკლენდის საშუალო სკოლის კამპუსს ცეცხლი ახალგაზრდა მამაკაცმა გაუხსნა.
უკრაინიდან პოლონეთში გაძევებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვარშავიდან ამსტერდამში ჩავიდა, აცხადებს, რომ ნიდერლანდების მთავრობამ მას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის საშუალებას იძლევა.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა იმერეთის რეგიონიდან ახალგაზრდა მოლაშქრეებს მასპინძლობდა.
დოდო გუგეშაშვილი მასზე და მის შვილზე მომხდარი თავდასხმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი კომენტარი ჟურნალისტმა, მაკა რაზმაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს შეხვდა და 2018 წელს ხონში დაგეგმილი და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში პროექტის „მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ პრეზენტაცია გაიმართა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი ხელმძღვანელობდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 20 საკითხი განიხილეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 თებერვალი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0053 პუნქტით გაუფასურდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორში, შინდისის ქუჩაზე 3 მოზარდი დაშავდა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, სკოლიდან მიმავალ 13 წლის სამ მოსწავლეს მანქანა შეეჯახა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.