ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ჰალბე ზეილსტრა, რომელმაც აღიარა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა ტყუილი იყო, რუსეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე თანამდებობიდან გადადგა.
სიჩქარის სენსორები, რომლებიც ყინულით დაიფარა და დაიბლოკა, შესაძლოა, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გამხდარიყო, განაცხადეს გამომძიებლებმა.
საქართველოში ვიზიტად ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც ნატოს საერთაშორისო სამსახურის, საერთაშორისო სამხედრო სამსახურისა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბ-ბინის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორს მიმართავს და მოუწოდებს, რომ იგი პოლონეთიდან უკრაინაში დააბრუნონ და იქ გაასამართლონ.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ საღრძისა და სოფელ აბასთუმნის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. მეტალოკონსტრუქციის ხიდის მშენებლობისთვის, 7 მეტრი სიგანისა და 14 მეტრი სიგრძის არის, ბიუჯეტიდან 142 000 ლარი გამოიყო.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა როზარია პულისის ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში, რომელიც ქუვეითში გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 თებერვალი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0061 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქუვეითში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ქუვეითის პრემიერ მინისტრთან შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰთან.
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისთვის გადადგმული ნაბიჯები და განხორციელებული რეფორმები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ანგარიშის მთავარი თემები იყო, რომელიც დღეს ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტის რესპუბლიკის დარბაზში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გააჟღერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.