საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული და ხელისუფლების არც ერთ სტრუქტურას არ დაექვემდებარება. მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დევნის ფუნქცია არ ექნება.
დოდო გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოს ეკლესიაში, სადაც მისი შვილია გადასვენებული, ღუდუშაურის საავადმყოფოდან რეანომობილით გადაიყვანეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის რეფორმა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში უპრეცედენტო პრაქტიკის დაწესებას გულისხმობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ და კიდევ უფრო დიდი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. ამაზე კახი კალაძემ არა ერთხელ ისაუბრა და მე მინდა მივესალმო მერიის ინიციატივას - ამ მიმართულებით პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესახებ", აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
„იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს საგამოძიებოდ".
კასპსა და ცაგერში ორ კოოპერატივს 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცემა. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამოეხმაურა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მცირე მეწარმეებისთვის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი შემცირდება და 5%-იანი გადასახადი 1%-მდე დაიწევს, გარდა ამისა, 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოც მცირე ბიზნესის კატეგორიაში გავა.
თბილისის საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში გაურკვეველი კომპანია მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ყოფილ ფეხბურთის სტადიონზე აშენებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კლინიკა „აილაინის’’ მედიკოსებმა სოფელ გეგუთის მოსახლეობას საჭირო გამოკვლევები უკვე ჩაუტარეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.