საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეხვდეს. ამის შესახებ შოთაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის მიერ კანონპროექტის გაზიარების შემთხვევაში, ძალიან მალე მივიღებთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს, სახელწოდებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
ყველა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია, აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რეაბილიტაციის პროცესი პროექტების შესწავლისა და მონიტორინგის შემდეგ გაგრძელდება.
თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონი“ აშენდება. სასტუმროს საძირკველში სიმბოლური კაფსულა საფრენი აპარატის საშუალებით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ინვესტორებთან ერთად ჩადო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი წელს პირველ ოფიციალურ ვიზიტად რუმინეთს ეწვია. ლევან იზორიას რუმინელმა კოლეგამ, მიჰაი-ვიორელ ფიფორმა უმასპინძლა.
„გილოცავთ ამ, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვან დღეს. დიდი პაუზის შემდეგ გამოიძებნა ინვესტორი, რომელიც სრულიად ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ამ ულამაზეს ისტორიულ შენობას,“ ასე მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს.
დაბა აბასთუმანს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, აბასთუმნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მოლაპარაკება ადიგენის მერთან, ზაქარია ენდელაძესთან გამართეს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ფრაქცია სატრანსპორტო საკითხებზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის გამო, დედაქალაქის მერის მოადგილეს და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს 5 თებერვალს ფრაქციის სხდომაზე იბარებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციასთან შეხვედრას მართავს. ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები მთავრობის მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს კვლევის „საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“ შედეგებს გააცნობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.