ბიზნესომბუდსმენად ყოფილი ვიცე მერი ირაკლი ლექვინაძე დანიშნა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მთავრობა ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის რეფორმას იწყებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამხედრო რეზერვის სისტემა იცვლება. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტრომ სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია მოამზადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო სერიოზულად იწყებს მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ლოზანაში ვიზიტის დროს, შეხვედრა ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახთან და ერთად განიხილეს, როგორ უნდა მოემზადოს საქართველო ამ პერიოდის მანძილზე.
გვინდა, რომ გზა და ტრანზიტი საქართველოს გავლით იყოს სტაბილური, რადგან ამაზე დიდად დამოკიდებულია ჩვენი ეკონომიკა, განაცხადა დავოსში მყოფმა სომხეთის პრემიერ მინისტრმა, კარენ კარაპეტიანმა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მოუთმენლად ელოდება“ დაკითხვას რუსეთის მიერ შეერთებული შტატების არჩევნებში ვითომცდა ჩარევის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პულიზის უმასპინძლა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სხდომა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.