თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა მცირე ჯარიმის გამო, ამ წესს თამამად არღვევენ.
სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში, ორგანიზაცია Save the Children-ის ოფისზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალით მსხვილი ამერიკული კომპანია Hillwood-ი ინტერესდება, - ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კომპანიის თავმჯდომარე ჰენრი როსს პეროტს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.
ნაქერალას უღელტეხილზე ტრაილერების მოძრაობა აიკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში, აფრინის რაიონში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით, თავშეკავება გამოიჩინოს.
მსხვილი საერთაშორისო კომპანია Lulu Group-ი საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პოტენციურ საინვესტიციო პროექტებსა და საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის მმართველმა დირექტორმა, ედიიბ აჰამედმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 იანვარი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0223 პუნქტით გამყარდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მეწყერის შედეგად დაზიანებული ცენტრალური გზის აღდგენა მიმდინარეობს. აღდგენით სამუშაოებს ცაგერის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და მერის მოადგილე დავით გვიშიანი გაეცნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი გიუნტერ ბეხლერი მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.