საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები, ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის საკითხები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოლდოვას პრემიერ მინისტრთან პაველ ფილიპოვთან შეხვედრაზე განიხილა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0003 პუნქტით გამყარდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „თვითერის“ ანგარიშმა ბრიტანული ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის სამი წამქეზებლური ვიდეო გააზიარა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „როცა საქმე ტერორიზმსა და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ბუნებრივია, ყველა კითხვას საჯარო პასუხი ვერ გაეცემა".
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავებაში პოლიტიკური მოტივი და მისი პოლიტიკიდან ჩამოცილების მოტივი არ ყოფილა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2017 წელს წარმატებული უწოდა. იგი ერთ-ერთ მთავარ მოვლენად რუსული ეკონომიკის რეცესიიდან გამოსვლას მიიჩნევს.
„მოვისმინე ქალბატონი იუსტიციის მინისტრის შეფასება და გამახსენდა ჩრდილოეთ კორეის სატელევიზიო წამყვანი, რომელმაც ბრაზილიასთან მატჩში ჩრდილოეთ კორეის გუნდი გამარჯვებულად გამოაცხადა. სინამდვილე არის აბსოლუტურად საპირისპირო“, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ადვოკატების აცილება მოითხოვა. მერაბიშვილის ინტერესების დამცველები ბექა ბასილაია და გიორგი ჩივიაშვილი აცხადებენ, რომ მერაბიშვილის გადაწყვეტილება ადვოკატების აცილებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებს გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდის ხელმძღვანელობით, ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უმასპინძლა.
მიგვაჩნია, რომ საქართველო არის მოლდოვის რესპუბლიკის ძალიან ახლო მეგობარი, არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ ერთგული მხარდამჭერი, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა, პაველ ფილიპმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.