საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ავღანეთში დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირველი კომენტარი გააკეთა.
ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთმა ჭრილობები მიიღო ლენინგრადის ოლქში პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური.
თბილისში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დიდუბის რაიონში ქარმა ხეები წააქცია და ტოტები მოგლიჯა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0172 პუნქტით გამყარდა.
ფაროსანასთან ბრძოლის ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს მოსახლეობასთან ერთად, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საბაჟოში, საბავშვო ბაღის გადახურვა მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ასევე მოეწყობა პანდუსი.
ბრაზილიის მთავარმა პროკურორმა ყოფილი პრეზიდენტები, ლუის ინასიო ლულა და სილვა და დილმა რუსეფი, კრიმინალური ორგანიზაციის შექმნაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის ფულს ქვეყნის სანავთობო კომპანიების ფონდებიდან ამისამართებდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ტერიტორიულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევქმენით ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხები ლარში გადაეყვანა და შესაბამისად, მათზე კურსის ცვლილებას ზეგავლენა არ მოეხდინა, ფინანასთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.