„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გამომიცხადებს ნდობას, როგორც გენერალური აუდიტორი, ვიზრუნებ აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე", აღნიშნული განცხადება ირაკლი მექვაბიშვილმა გააკეთა.
საქართველომ კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მეორე პოზიცია დაიკავა. ამის შესახებ ცნობილი გახდა ნაციონალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის (NCSI) კვლევის შემდეგ, რომელიც ევროკავშირის დაკვეთით 29 ქვეყანაში ჩატარდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა.
ფესტივალის ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media“-ს მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი იყო.
ა(ა)იპ თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის, მაია თორთლაძის განცხადებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაგა-ბაღში 52 სააღმზრდელო სხვადასხვა ასაკობრივი - ბაგის, საშუალო ასაკის და ბაღის ასაკის ჯგუფი მოქმედებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში „დანერგე მომავალის“ პროექტში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, ოთარ ზარიძის ვაშლის ბაღი მოინახულეს და მოსავლის კრეფის პროცესს დაესწრნენ.
აჭარის მთავრობის ცნობით, ხულოში, შავნაბადას მთაზე სახანძრო-სამაშველო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის ყველა კერა სრულად ლოკალიზებულია და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს ვიცე პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტალინში ევროკავშირის ქვეყნებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორი“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს.
ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთს ეწვია, სადაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ესტონეთის ინიციატივით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორი" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამუშაო შეხვედრა იმართება.
დაბა მესტიაში გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე „მესტიაჭალამ“ საგზაო ინფრასტრუქტურა - ხიდები და ნაპირსამაგრი გაბიონები დააზიანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.