შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 15 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 1 პირი ამხილეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელწიფოს ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს, ჰილიკ ბარს შეხვდა. შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისრაელის სახელმწიფოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და „EBRD"-ის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
2014 წლიდან დღემდე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამებით 7000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა და მათი დახმარების მიზნით, ჯამში 1 496 127 ლარი გაიცა.
„ჩვენ ვცვლით ძალიან გაუმართავ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციით და ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა, რომლითაც საშემოდგომო სესია გაიხსნა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0424 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ლატვიის ელჩთან იანის ზლამეცთან, რომელსაც მისიის ვადა ეწურება, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმიანება. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრას DIB-ის თანამშრომლები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების მრჩევლები დაესწრნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევისა და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში, შპს საქართველოს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაზიფიცირების პროექტს ახორციელებს. სამუშაოები საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.